ბექა ოდიშარია: მერიის გადაწყვეტილებამ საზოგადოება დაარწმუნა, რომ წამოწყებული ოპონირება თბილისის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარეა
ბექა ოდიშარია: მერიის გადაწყვეტილებამ  საზოგადოება დაარწმუნა, რომ წამოწყებული ოპონირება თბილისის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარეა
17:45 02.04.2018
პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ მერიის დღევანდელმა გაცხადებულმა გადაწყვეტილებამ დაარწმუნა საზოგადოება, რომ წამოწყებული ოპონირება და დისკუსია იყო მხოლოდ დედაქალაქის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე.
"მერიის დღევანდელმა გაცხადებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება, რომ წამოწყებული ოპონირება და დისკუსია იყო მხოლოდ დედაქალაქის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე და არა ე.წ. შეთქმულება გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის საწინააღმდეგოდ, როგორც ამას ოპოზიციის ერთი ნაწილი ფუთავდა საკუთარი პარტიული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. იქ სადაც თბილისის სასიცოცხლო ინტერესია, ქალაქის ხელმძღვანელობას არ აქვს უფლება დაჰყვეს ნებისმიერ ინსუნაციებს ვის მიერაც არ უნდა იყოს ის დაორგანიზებული. თბილისელები მერისგან და მისი გუნდისგან სწორედ ასეთ პრინციპულ მიდგომებს ელიან, რაც ყველას ერთად დაცულობის შეგრძნებას უღრმავებს. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესით თბილისი მიიღებს მიწათ სარგებლობის გენერალურ იმ გეგმას რომელიც მართლაც უზრუნველყოფს მის სწორ განვითარებას", - განაცხადა ოდიშარიამ.



ბეჭდვა