საქართველოს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ დღეიდან მუშაობას საარჩევნო რეჟიმში იწყებს.
ედპ-ს საარჩევნო ცენტრი დღეს პარტიის ლიდერმა ბაჩუქკი ქარდავამ წარადგინა, რომელმაც ათი დღის ვადაში უნდა შეიმუშაოს პარტიის საარჩევნო სტრატეგია და ტაქტიკა.
როგორც ქარდავამ განაცხადა, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ საზოგადოებას მესამე გზას სთავაზობს, რომელიც ხელისუფლების შეცვლას ზომიერი დასავლეთზე ორიენტირებული ძალებით გულისხმობს.
„დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სტრატეგია გამარჯვებას მოგვიტანს. შევძლებთ დავამარცხოთ როგორც სააკაშვილი, ისე ივანიშვილი“ - განაცხადა ქარდავამ.
მისი თქმით, პარტიას ყველანაირი რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ შედეგს მიაღწიოს. ქარდავას განცხადებით, პარტიებს შორის პოლარიზება დღევანდელ პერიოდში უფრო მეტად გამოიკვეთა. „ედპ“ კი, საზოგადოებას მშვიდობიან საარჩევნო კამპანიას სთავაზობს.
„ედპ“ თვის ბოლოს მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. ამასთანავე, ქარდავა გამოეხმაურა კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას და აღნიშნა, რომ პარტია მზადაა ისეთი საარჩევვნო კამპანია წარმართოს, რომ ერთმანეთს ტალახი არ ესროლონ.
