დავით გამყრელიძემ გორში შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
დავით გამყრელიძემ გორში შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
12:41 13.07.2012
პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ გორში შიდა ქართლის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდიდატები დაასახელა.

„მემარჯვენეებიდან“ გორის მაჟორიტარ კანდიდატად იოსებ ბორცვაძე დასახელდა, რომელიც პარტიის მთავარი კომიტეტის წევრია და შიდა ქართლის რეგიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. კასპში „ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატი დავით ციხისთავი იქნება, რომელიც ასევე პოლიტიკური საქმიანობითაა დაკავებული და პარტიის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

„ახალი მემარჯვენეების“ ხაშურის მაჟორიტარი კანდიდატი პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაია ახალკაცია რომელიც „მემარჯვენეების“ ინფორმაციით, კარგად იცნობს რაიონის სპეციფიკას.


ბეჭდვა