სს „ქართუ ჯგუფს“ ახალი სამეთვალყურეო საბჭო და პრეზიდენტი ჰყავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართუ ჯგუფის“ იურისტმა ალა კახნიაურმა განუცხადა,
სასამართლოს მიერ დანიშნულმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ ხელმძღვანელობა გადააყენა.
კერძოდ, „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი თავად ვლადიმერ უგულავაა, მის მოადგილედ ირაკლი ზარქუა დანიშნა.
რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს, მასში უგულავას და ზარქუასთან ერთად, პაატა მესხიშვილი შევიდა.
ამასთანავე, უგულავა შეხვდა „ქართუ ჯგუფისა“ და „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებს და აღნიშნა, რომ მათ სამსახურიდან დათხოვნას არ გეგმავს.
„ქართუ ჯგუფში“ იძულებითი მმართველი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაინიშნა. იგი მესაკუთრის ყველა უფლებით ისარგებლებს.
