ზურაბ აბაშიძე: შევხედოთ, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია
 ზურაბ აბაშიძე: შევხედოთ, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია
10:50 30.03.2018
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დრო სჭირდება იმის დანახვას, თუ რა რეაქცია ექნება რუსეთს მისი დიპლომატის საქართველოდან გაძევებაზე.
ამის შესახებ აბაშიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც უწყება ქვეყნიდან რუს დიპლომატს აძევებს.

„ვნახოთ, შევხედოთ როგორ იქნება. დრო დასჭირდება იმას რათა დავინახოთ რუსეთის მხარის რეაქცია როგორი იქნება. ექსპერტებს სჯობს კითხოთ, იმათმა მეტი იციან.
ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ჩვენ დაგეგმილი ჩვენი შეხვედრები, სხვა თემებს ეხება, როგორც იცით უფრო კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობთ“-განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.

ბეჭდვა