ვახტანგ მახარობლიშვილი: ვიზალიბერალიზააციის მექანიზმის შეჩერების საფრთხე არ არსებობს
ვახტანგ მახარობლიშვილი: ვიზალიბერალიზააციის მექანიზმის შეჩერების საფრთხე არ არსებობს
12:51 27.03.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, მიუხედავად ზოგიერთი ქვეყნის გარკვეული წუხილისა, ვიზალიბერალიზააციის მექანიზმის შეჩერების საფრთხე მაინც არ არსებობს.
მისივე თქმით, ევროკომისიის შიგნით შეჩერების მექანიზმის ამოქმედების კუთხით ოფიციალური დისკუსია არ ყოფილა.
„დღეის მდგომარეობით ვიზალიბერალიზააციის მექანიზმის შეჩერების საფრთხე არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გარკვეული წუხილი იქნა გამოხატული ჩვენი პარტნიორი ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ არც ევროკომისიის შიგნით და არც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან რაიმე ოფიციალურ დისკუსიას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების კუთხით არ ქონია“- განაცხადა მახარობლიშვილმა.

ბეჭდვა