დღეს ჟენევის მოლაპარაკებები იწყება
დღეს ჟენევის მოლაპარაკებები იწყება
11:11 27.03.2018
ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი იწყება.
დისკუსიის პირველ დღეს თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ისაუბრებენ.
ხოლო, მიიღებენ თუ არა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას, ჯერ-ჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით ტექსტზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„ეს დოკუმენტი როცა მიიღება, იქნება მონაწილეთა ერთობლივი განცადება და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების რაიმე სახით ლეგიტიმაციას, ან მათ კონფლიქტის მხარედ წარმოჩენას. ამ განცხადებაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ რუსეთი ადასტურებს თავის ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების თაობაზე“- განაცხადა დონდუამ.





ბეჭდვა