ირინა ფრუიძე ახალციხეში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
ირინა ფრუიძე ახალციხეში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
19:07 26.03.2018
ირინა ფრუიძე - ღია პარლამენტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ახალციხეში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადგილობრივი თვითმართველობის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კოპაძე და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.
კამპანია საჯარო შეხვედრების ფორმატით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს ღია პარლამენტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და საჯარო კონსულტაციებს ღია პარლამენტის 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმის იდეების მიღების მიზნით.
ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმას და 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს. 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის იდეების მიღების მიზნით, შეხვედრა საჯარო კონსულტაციით დასრულდა.
შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

ბეჭდვა