ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს
18:34 26.03.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ინიციატივას ელოდება.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო მზადაა, პრეზიდენტს ნებისმიერ დროს უმასპინძლოს.
ამის შესახებ კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა.

"ეს არის პრეზიდენტის მოხსენება, შესაბამისად, ინიციატივა არის მის მხარეს. მან უნდა შემოგვთავაზოს ჩვენ მოხსენების თარიღი და ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ მხოლოდ და მხოლოდ ამ შემოთავაზებას და ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს", - განაცხადა კობახიძემ.


ბეჭდვა