პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო
კავშირის ასამბლეის ფარგლებში მას მიეცა საშუალება ორმხრივი შეხვედრებისა, რა დროსაც კობახიძემ არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ოკუპაციის საკითხებზე და არაღიარების პოლიტიკაზეც ისაუბრა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობა ეროვნული ინტერესების გატარების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-28 მარტს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში მონაწილეობისას განაცხადა.
"ჩვენი დელეგაცია აქტიურად მონაწილეობს საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მუშაობაში. გუშინ მე მქონდა საშუალება მოხსენებით წარვმდგარიყავი პლენარულ სხდომაზე,
