ბექა ოდიშარია: გამართული და აღრიცხული ტაქსი, იმავე პროფესიონალი მძღოლების ინტერესშია, რომელთა მიმართაც ხშირად უსამართლოდ ჟღერს პრეტენზიები
ბექა ოდიშარია: გამართული და აღრიცხული ტაქსი, იმავე პროფესიონალი მძღოლების ინტერესშია, რომელთა მიმართაც ხშირად უსამართლოდ ჟღერს პრეტენზიები
16:04 26.03.2018
პარლამენტარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ქალაქში წესრიგის არსებობა ყველას ინტერესში შედის.
მისივე თქმით, გამართული და აღრიცხული ტაქსი, იმავე პროფესიონალი მძღოლების ინტერესშია რომელთა მიმართაც ხშირად უსამართლოდ ჟღერს პრეტენზიები.


„ქალაქში სხვადასხვა რეგულაციებთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესები არ უნდა აღიქვან პრობლემურად იმ ადამიანებმა და კომპანიებმაცკი, ვისაც ეს პირველ რიგში ეხება.
ვინაიდან წესრიგი საბოლოო ჯამში ყველას ინტერესშია.
გამართული და აღრიცხული ტაქსი, იმავე პროფესიონალი მძღოლების ინტერესშია რომელთა მიმართაც ხშირად უსამართლოდ ჟღერს პრეტენზიები, სწორედ იმ არაპროფესიონალი "მძღოლ-ტაქსისტების" გამო, რომლებიც ღამე წყვეტენ დილით მგზავრები გადაიყვანონ, შუა დღეს სხვა საქმიანობას ითავსებენ და შემდეგ დღეს კი არც ერთს და არც მეორეს...
ასევეა სადისტრიბუციო მანქანების შემთხვევაშიც, ჩვენ ვუფრთხილდებით ბიზნესს და გვესმის რა მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან ისინი, მაგრამ სამწუხაროდსწორედ ისინი სხვებთან ერთად ქმნიან საცობებს დღის საათებში და განსაკუთრებით პატარა ქუჩებზე.
საცობში დგომა კი შემდეგ მათაც უწევთ და ეს მათი საქმიანობის თვითღირებულებას ზრდის და აფერხებს მათივე ბიზნესის წარმოებას დროში.
ისევე როგორც ხშირად მცირე ქუჩებზე ასეთი გაუთვალისწინებელი სიტუაციები ადამიანებს შორის კონფლიქტების საბაბს ქმნის.
ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქალაქში წესრიგის დამყარებაზე და ზოგ შემთხვევაში როდესაც რეგულაციები ჩვენც გვეხება არა შეზღუდვად დაშეფერხებად, არამედ ჩვენს კონტრიბუციად უნდა აღვიქვათ დედაქალაქის საერთო კეთილდღეობის საქმეში“- განაცხადა ოდიშარიამ.



ბეჭდვა