პრეზიდენტმა ქართული ღვინის შესახებ ისაუბრა
პრეზიდენტმა ქართული ღვინის შესახებ ისაუბრა
18:53 27.02.2012

ქართული ღვინო ახალ ბაზრებს აითვისებს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღვინოსთან დაკავშირებით დღეს ყვარელში,

 საავადმყოფოს გახსნის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, ძალიან შეცდა რუსეთის ხელისუფლება, როცა ქართულ ღვინოს ემბარგო გამოუცხადა.
"ჩვენმა ღვინომ მოიპოვა ახალი ბაზრები. 2006 წელს როცა ემბარგო შემოიღეს და შევხვდი პუტინს მე ვუთხარი, რომ ძალიან შეგეშალათ როცა ჩვენი ღვინო აკრძალეთ, რადგან როცა ისევ მოგინდებათ, აღარ გვექნება თქვენთვის ღვინო, ის იმდენ სხვადასხვა ადგილზე იქნება გასული", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ბეჭდვა