საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კორეის რესპუბლიკას ეწვია
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კორეის რესპუბლიკას ეწვია
14:17 23.03.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე კორეის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა კორეა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან იუ სანგჰისთან და ჯგუფის სხვა წევრებთან.

შეხვედრაზე დადებითად იქნა შეფასებული ბოლო დროს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის განვითარებული დინამიკა. საუბრისას ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობის საკითხს. მინისტრის მოადგილემ კორეელ დეპუტატებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი შარვაშიძე შეხვდა კორეის იმპორტიორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს.შეხვედრაზე განხილული იქნა კორეელი მომხმარებლისთვის ქართული პროდუქციის გაცნობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, გაიმართა მინისტრის მოადგილისა და Hyundai E&C-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს საქართველოში კომპანიის მიერ შესაძლო ინვესტირების საკითხები.

ბეჭდვა