მიხეილ ჯანელიძე ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
 მიხეილ ჯანელიძე ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
14:24 22.03.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმირ მაკეისთან შეხვედრა გამართა.
ვლადიმირ მაკეი საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის თაობაზე ისაუბრეს. სიამოვნებით აღინიშნა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა, ისევე როგორც სხვადასხვა სექტორულ უწყებას შორის მზარდი ურთიერთქმედება.
მინისტრები მიესალმნენ ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში რიგი დოკუმენტების ხელმოწერას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმება, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრები მოაწერენ ხელს.

ბეჭდვა