პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას
თქმით, რეგიონებში და ზოგადად ქვეყნის ყველა ნაწილში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ, სჭირდებათ და უნდა ჰქონდეთ სრული, ამომწურავი და სტაბილური საინფორმაციო წყარო საერთო საინფორმაციო სივრციდან.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, ამისთვის მას მნიშვნელოვნად მიაჩნია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ყოფნა, რადგან პოლიტიკის დაგეგმვისას ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს.
„ეროვნულ უმცირესობებს აქვთ თავიანთი დიდი წვლილი ერთიანი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში და ეს როლი კიდევ უფრო უნდა გამოვკვეთოთ“- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
