ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა რამდენიმე წუთში დასრულდება
ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა რამდენიმე წუთში დასრულდება
16:41 12.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და პარტია „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარის სალომე ზურაბიშვილის  შეხვედრა რამდენიმე წუთში დასრულდება.

როგორც „ნიუსპრესს“ „საქართველოს გზის“ პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრა ივანიშვილის ბიზნესცენტრში მიმდინარეობს.

„ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი თავად გამოთქვა. თუმცა, კონკრეტულად რა ფორმით შედგება თანამშრომლობა ჯერ უცნობია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 17:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენციას გამართავს.


ბეჭდვა