ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის"
წარმომადგენლები უერთდებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს და ხმას არ აძლევენ რეზოლუციას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ნამდვილად არ ვიცი რა უნდა მოხდეს მეტი ლუსტრაციისათვის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უერთდებიან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს და ხმას არ აძლევენ რეზოლუციას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, ხმას არ აძლევენ რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს, საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით მიიღო.
