ზაზა გაბუნია ლეონიდ კალაშნიკოვს: მშვიდობის სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი მოქალაქის ჯალათურ მკვლელობაზე თვალს დავხუჭავთ. მოეშვით ულტიმატუმით საუბარს!
ზაზა გაბუნია ლეონიდ კალაშნიკოვს: მშვიდობის სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი მოქალაქის ჯალათურ მკვლელობაზე თვალს დავხუჭავთ. მოეშვით ულტიმატუმით საუბარს!
18:22 21.03.2018
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია რუსეთის ფედერაციის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას ეხმაურება.
გაბუნიას თქმით, კალაშნიკოვი თავისი არაადექვატური განცხადებით ცინიკურია.
„რეზოლუცია ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წამებით და ტანჯვით მოკლული ადამიანების საკითხს და მასთან ნებისმიერი სხვა საკითხის შეპირისპირება არის ცინიზმი და თავხედობა.
ჩვენ გუშინ, მკვლელობიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მივიღეთ საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სხეული, რომელზეც არის ძალადობის კვალი. ეს არის საშინელი ტკივილის მიზეზი მთელი ერისთვის და ამ ფონზე თქვენი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ ამ ტრაგედიაზე, არის გაუგონარი თავხედობა.

ჩვენ გვსურს მშვიდობა, მაგრამ მშვიდობის სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი მოქალაქის ჯალათურ მკვლელობაზე თვალს დავხუჭავთ“- განაცხადა გაბუნიამ.



ბეჭდვა