რამაზ საყვარელიძე - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის სტრატეგია სწორია
რამაზ საყვარელიძე - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის სტრატეგია სწორია
16:11 12.07.2012
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი კანდიდატების  შერჩევის სტრატეგია სწორია.

ამის შესახებ საყვარელიძემ „ნიუსპრესს“ კოალიციის მიერ რეგიონებიდან მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის შეფასებისას განუცხადა.

„ძნელი სათქმელია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები რამდენად კონკურენტუნარიანები იქნებიან მმართველი პარტიის კანდიდატებთან შედარებით. ამაზე საუბარი მას შემდეგ შეგვეძლება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობას გავიგებთ“ - აღნიშნა საყვარელიძემ.

რაც შეეხება კოალიციის მიერ დასახელებულ კანდიდატებს, პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ სწორი სტრატეგიით მოქმედებს.

„კოალიციას მაჟორიტარი კანდიდატები კარგად ჰყავს შერჩეული, რადგან ისინი არიან ადამიანები, რომელთაც რეგიონებში კარგად იცნობენ და არიან ისეთებიც, რომელთაც მთელი საქართველო იცნობს. ვფიქრობ, ამ კუთხით სწორი სტრატეგია აირჩიეს“ - განაცხადა საყვარელიძემ.

კოალიცია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას მომავალ კვირას დაასრულებს.

ბეჭდვა