ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების და კრიზისების საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს შეხვდა
 ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების და კრიზისების საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს შეხვდა
16:13 21.03.2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოების და კრიზისების საკითხებში, გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს კრიზისულ სიტუაციებში უწყებების კოორდინაციის საკითხები, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობას .

ბეჭდვა