პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალადობას სჭირდება აღკვეთა და შესაბამისი
რეაგირება.
ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარ დაპირისპირებას.
„ძალადობას არ აქვს არავითარი გამართლება და მას უნდა დავუპირისპიროთ შესაბამისი რეაგირება. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იყო სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობა ამ ყველაფერში. ძალადობას სჭირდება აღკვეთა და შესაბამისი რეაგირება“- განაცხადა კობახიძემ.
