საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ქობულეთს ეწვია და ნაპირსამაგრი და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც სოციალურ ქსელ „Facebook“-ში პრეზიდენტის გვერდი იუწყება, ქობულეთის პარკში ერთდროულად ექვსი ობიექტის მშენებლობა-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.
კერძოდ, პროექტის ფარგლებში შენდება მხატვრის სახლი და ამფითეატრი, ჩოგბურთის მოედანი, განახლდება ტბა. ასევე, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, ატრაქციონები და სხვა გასართობი ობიექტები.
ამას გარდა, პროექტის ფარგლებში სასტუმრო „ჯორჯიან პალასიდან“ სასტუმრო „კოლხეთამდე“ ერთ კილომეტრზე ჯებირები გამაგრდება.
სამუშაოების 40% უკვე შესრულებულია.
