მიხეილ ჯანელიძე: აშშ და საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან
მიხეილ ჯანელიძე: აშშ და საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან
12:14 19.03.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდის USS Oak Hill-ის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაში მიიღო მონაწილეობა.

მიხეილ ჯანელიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მან ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდის შემოსვლა სწორედ ამ სტრატეგიულიპარტნიორობის მორიგ დასტურად შეაფასა და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მზადყოფნა მომავალშიც ითანამშრომლოს პარტნიორებთან მათ შორის შავი ზღვისრეგიონის სტაბილურობისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული ხომალდის შემოსვლა ბათუმის პორტში, ეს საპორტო ვიზიტია, რომელიც რეგულარულად ხორციელდება. პირველ რიგში ეს ხაზს უსვამსჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორობას. აშშ და საქართველო არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოების კუთხით. შავი ზღვისუსაფრთხოება დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და საქართველო ამ თანამშრომლობით, რა თქმა უნდა, ხაზსუსვამს მის როლს, მის მზაობას შემდგომშიც საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. სწორედ ასეთი ვიზიტებია საერთო მიზნებისა და მისწრაფების გამოხატულება და იგიასევე მნიშვნელოვანია თავსებადობის ამაღლებისთვის“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს გემის კაპიტანმა ფილიპ ნაითმა, საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და საქართველოს თავდაცვისმინისტრმა ლევან იზორიამ.

საზეიმო მიღებას გემის ეკიპაჟის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელძღვანელები დასხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ამერიკული სამხედრო ხომალდი USS Oak Hill ბათუმის პორტში 17 მარტს შემოვიდა და ქალაქს 20 მარტს დატოვებს.



ბეჭდვა