„ლეიბორისტები“ ხელისუფლებასა და „ქართულ ოცნებას“ შეთქმულებაში ადანაშაულებენ
„ლეიბორისტები“ ხელისუფლებასა და „ქართულ ოცნებას“ შეთქმულებაში ადანაშაულებენ
13:52 12.07.2012
„ლეიბორისტული პარტია“ ხელისუფლებასა და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეთქმულებაში ადანაშულებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ განაცხდა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბებას გეგმავენ.
„ივანიშვილ-მერაბიშვილის ურთიერთქება-რევერანსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანია არჩევნების შემდეგ კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება“- განაცხადა ჯიბლაძემ და აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ყველაფერს გააკეთებს, რათა მსგავსი პრეცენდენტი არ დაუშვას.
„მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას, არ წამოეგოს კრიმინალური ხელისუფლებისა და კრიმინალ-ოლიგარქის მორიგ ავანტიურას“- განაცხადა ჯიბლაძემ.

ბეჭდვა