საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას განიხილავენ
 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას განიხილავენ
11:12 19.03.2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს რუსეთის წინააღმდეგ შედგენილ რეზოლუციას განიხილავენ.
პროექტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარადგენს.
დოკუმენტში რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შესახებ საკითხები და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა“ მოცემული. პროექტი უმრავლესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის გადამუშავებულ ვარიანტს წარმოადგენს, რომელშიც უმცირესობის ინიციატივაცაა ასახული.

ბეჭდვა