ცხინვალი ორი დღით დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს
ცხინვალი  ორი დღით დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს
15:50 16.03.2018
სმახრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 17-დან 19 მარტამდე დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს.

გადაწყვეტილება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის სახელმწიფოს სათათბირო დეპუტატთან შეხვედრაზე და ოკუპირებულ ცხინვალში პუტინის მხარდამჭერ კონცერტზე განაცხადა.

მისივე თქმით, საზღვრის ჩაკეტვა უსაფრთხოების ზომებით არის განპირობებული.

ბეჭდვა