„ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ მოქალაქეებისთვის საკრედიტო დავალიანების შემსუბუქების მიზნით, სპეციალური სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა, ეროვნულმა ბანკმა უნდა შექმნას სააგენტო, რომელიც საკრედიტო ხელშეკრულებებს განიხილავს და პრობლემის არსებობის შემთხვევაში ბანკსა და მომხმარებელს შორის მედიატორის ფუნქციას შეასრულებს.
მისივე თქმით, ასევე, კომერციულმა ბანკებმა უარი უნდა თქვან საჯარიმო სანქციებზე და მოქალაქეების მიერ სესხად აღებული საწყისი თანხა გონივრულ ვადებში გადაუვადონ.
„ბანკებისადმი საკრედიტო დავალიანებამ და მოქალაქეების გადახდისუუნარობამ უამრავი ოჯახი მატერიალური განადგურების პირას მიიყვნა. სანამ ხელისუფლება გამოიღვიძებს, ედპ მიმართავს კომერციულ ბანკებს, კერძოდ, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს ზურაბ გვასალიას, გაგებით მოეკიდონ ჩვენი მოქალაქეების გასაჭირს“- განაცხადა ჩახვაძემ და აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა დაიცავს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და ხელს შუწყობს საკრედიტო ბაზარზე მომხმარებელთა რაოდენობის შენარჩუნებას.
