საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ლიტვის თავდაცვის მინისტრის
მოადგილეს ედვინას კერზას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე. ლიტვურმა მხარემ საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით დაინტერესება გამოახატა
შეხვედრაზე საუბარი შ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ასპექტებს უსაფრთხოების სფეროში შეეხო და ამ კუთხით, ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინიციატივებს. ქართული მხრიდან უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას გაესვა ხაზი, რომელსაც გასული წლის შემოდგომაზე ჩაეყარა საფუძველი და რომელიც წარმოადგენს ხელსაყრელ ფორუმს როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის საინტერესო თემების განსახილველად.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ლიტველ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა ლიტვის წვლილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში საქართველოში, რომელიც ადგილზე უსაფრთხოების ხელშეწყობის ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს.
ედვინას კერზამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლიტვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭრას გააგრძელებს.
