სპორტსმენი ზურაბ ზვიადაურის პოლიტიკაში წასვლის შედეგს ყველაზე მეტად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი გრძნობს - ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიის ოფისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
„ზურაბ ზვიადაურის ყოველ ნაბიჯს სპორტის სამინისტრო უხეში და უდიერი გამონათქვამებით პასუხობს“-განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ახმეტა საკმაოდ რთული რეგიონია, სწორედ ამიტომ, აღნიშნულ რეგიონში კოალიციამ ზვიადაურის სახით ღირსეული, ძლიერი და პრინციპული პიროვნება შეარჩია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.
