დავით ზალკალიანი ირანის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა
დავით ზალკალიანი ირანის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა
18:32 15.03.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ირანის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან გამართა შეხვედრა, რომელსაც აჰმად ალირეზაბეიგი ხელმძღვანელობდა.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

ბეჭდვა