ივანიშვილი - პოლიციის რეფორმა ლევან იზორიას დამსახურებაა
ივანიშვილი - პოლიციის რეფორმა ლევან იზორიას დამსახურებაა
12:07 12.07.2012
ქართული პოლიციის რეფორმა ლევან იზორიას სახელს უკავშირდება. ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჩხოროწყუს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის ლევან იზორიას წარდგენისას განაცხადა.  
ივანიშვილის თქმით, რეფორმა, რომელიც ქართულ პოლიციაში გატარდა ლევან იზორიას დამსახურებაა და თუ ვინმეს ამის თქმის უფლება აქვს, ის მხოლოდ ლევან იზორიაა.
„პოლიციის რეფორმა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ამაყობენ, ლევან იზორას განხორციელებულია. ამ რეფორმას კი, დღეს ხელისუფლება ერთი კაცის ინტერესების გასატარებლად იყენებს“ - განაცხადა ივანიშვილმა დღეს, პარტიის ოფისში რეგიონებიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს.
ლევან იზორია ოპოზიციაში გადასვლამდე შსს პოლიციის აკადემიის რექტორი იყო.

ბეჭდვა