ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ირანის
ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამად ჯავად ზარიფს შეხვდა.
საქართველოსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით ოთხმხრივ ფორმატში თანამშრომლობის დაფუძნებას მიესალმნენ და ხაზი გაუსვეს ამგვარი ფორმატის დიდ პოტენციალს რეგიონის განვითარებისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი შესაძლებლობების წარმოჩენისთვის.
საქართველო-ირანის ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო წლების დინამიკა აღინიშნა, განსაკუთრებით კი სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი თანამშრომლობის განვითარების კუთხით. საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების გათვალისწინებით ხაზი გაესვა ირანული ბიზნეს წრეებთან, მრეწველობის სფეროში ტანამშრომლობის პოტენციალს გაესვა ხაზი.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმატებული ურთიერობები აღინიშნა, როგორც სამთავრობო ასევე საპარლამენტო განზომილებაში, ამ მხრივ ქართული მხარე საქართველოში ირანის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის მიმდინარე ვიზიტს მიესალმა.
საქართველოსა და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ორივე ქვეყნის მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანზიტო სფეროების განვითარებაში აღნიშნეს და შემდგომშიც აქტიურ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.
