დავით ზალკალიანი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
 დავით ზალკალიანი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
14:16 15.03.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იენჩისთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო საუბარი. განხილულ იქნა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაერო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრის ფარგლებში ჩინეთის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და ბოლოდროინდელი განვითარებების შესახებ. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს სამი მოქალაქის უკანონო დაკავებისა და ერთ-ერთი მათგანის - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტებზე. ბატონმა ძი იენჩიმ მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და მიუსამძიმრა ქართულ მხარეს.



ბეჭდვა