ივანიშვილმა რეგიონებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
ივანიშვილმა რეგიონებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
11:21 12.07.2012
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს კოალიციის ცენტრალურ ოფისში, რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
„ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით, კახეთში სიღნაღის მაჟორიტარად კოალიციიდან კენჭს გელა გელაშვილი იყრის, დედოფლისწყაროს რაიონში - ალექსანდრე თამაზაშვილი.
ლაგოდეხში „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარ კანდიდატად სპორტსმენი ლუკა კურტანიძე დაასახელა; ყვარელში - დავით ქევხიშვილი; ახმეტაში - სპორტსმენი ზურაბ ზვიადაური; ბორჯომში - გედევან ფოფხაძე.
ასევე, ახალციხის მაჟორიტარი კანდიდატი გურამ კუტალაძე იქნება, ადიგენში - ბიძინა გუჯაბიძე, ასპინძაში - თემურ მაისურაძე, ონში - თამაზ (გია) ჯაფარიძე.
კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მესტიაში კენჭს იყრის ვიქტორ ჯაფარიძე, თერჯოლაში - ომარ ნიშნიანიძე, საჩხერეში - მანანა კობახიძე, ვანში - გოდერძი ტყეშელაშვილი, წყალტუბოში - პაატა ზაქარეიშვილი, ხობში - გია ბუკია, ჩხოროწყუში - ლევან იზორია. ბათუმში კი - კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მურმან დუმბაძე დასახელდა.

ბეჭდვა