ზაზა გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა
ზაზა გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა
18:24 14.03.2018
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰრას შეხვდა.
შეხვედრაზე, ორი პროექტის საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
პროექტები იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებშია დაფინანსებული. პირველი პროექტი ადიგენში, სოფელ მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობას, ხოლო მეორე თბილისისთვის მეორადი სახანძრო ტექნიკის შეძენას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში, რომელსაც World Vision-საქართველო განახორციელებს, სოფელ მოხეში საბავშვო ბაღი აშნდება და მიმდებარე 8 სოფლის ბავშვებს მოემსახურება. საბავშვო ბაღის დაფინანსება 66 395 აშშ დოლარს შეადგენს.
ზაზა გაბუნიამ ელჩს და იაპონელ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმ რეგიონულ და მუნიციპალურ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ხორციელდება.

ბეჭდვა