ირაკლი კობახიძემ ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტის კიდევ ერთხელ დაკავება მიულოცა
ირაკლი კობახიძემ ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტის კიდევ ერთხელ დაკავება მიულოცა
18:03 14.03.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე ანგელა მერკერს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხედ დაკავება მიულოცა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის ქვეყნებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას მოელის.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ანგელა მერკელს გერმანიის კანცლერის პოსტის მეოთხე ვადით დაკავებას. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით, ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი გერმანია წარმატებით გააგრძელებს თავისი უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს მშენებლობასა და კიდევ უფრო გაძლიერებაში.
მოველით ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბეჭდვა