საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, თუ რუსეთის ფედერაციიდან
მზაობა იქნება, ქართული მხარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით თუნდაც მცირე ნაბიჯების გადადგმისთვის მზადაა.
ამის შესახებ ჯანელიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე სხვა შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, და რაუნდი წარიმართება ჩვეულებრივ ფორმატში. ჩვენ შევეცდებით მოვძებნოთ ის შესაძლებლობები, თუ, რა თქმა უნდა, იქნება ამისთვის მზაობა რუსეთის ფედერაციის, რომ ნაბიჯები გადავდგათ თუნდაც მცირე, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის და მათ შორის გამოვნახოთ გზები უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობისთვის“- განაცხადა ჯანელიძემ.
