ფრაქცია „ქართული ოცნება- ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, თბილისის
მერმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე.
მისივე თქმით, გარდა დედაქალაქის მთავრობისა, მოსახლეობასაც ბევრი კითხვა და პრეტენზია გააჩნდა აღნიშნული კომპანიის ქმედებებთან დაკავშირებით.
ამ განცხადებით გოჩა ენუქიძე თბილისის მერიის მიერ კომპანია „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დედაქალაქის მერიისგან მივიღებთ პარკირების სამართლიან სისტემას, რომელიც განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ უბნებს, ასევე ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ მძღოლებისთვის მოსახერხებელი პარკირების ადგილების შექმნაზე, არამედ, გაითვალისწინებს ფეხით მოსიარულე ადამიანების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება- ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე გოჩა ენუქიძემ.
