საქართველოში სლოვაკეთის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, რუდოლფ მიხალკამ, ამჟამად უკვე საგანგებო
და სრულუფლებიანი ელჩის რანგში რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა და ელჩმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც აქტიურად ვითარდება და თანამშრომლობის მრავალ სფეროს მოიცავს. მათ ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ურთიერთობებში არსებული აქტუალური საკითხებისა და სამომავლო გეგმების, მათ შორის, დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტებისა და ერთობლივი პროექტების შესახებ.
მინისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.
