საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს მზაობა აბრეშუმის
გზის პროექტისთვის მაღალია.
ამის შესახებ აზერბაიჯანში, „აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრაზე განაცხადა.
„აბრეშუმის გზის გლობალური პროექტი ჩინეთიდან ევროპამდე 40-მდე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მეტ ეკონომიკას, სატრანსპორტო კავშირებს, უსაფრთხოებას და ახალ შესაძლებლობებს მოუტანს. საქართველოს მზაობა აბრეშუმის გზის პროექტისთვის მაღალია - მასპინძლობის საუკუნოვანი ტრადიცია, თავისუფალი ეკონომიკა, ღია მმართველობა, საკუთრების დაცვის მაღალი სტანდარტი, მარტივი წესები და კანონის უზენაესობა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია" - განაცხადა თალაკვაძემ.
13-14 მარტს, ბაქოში, „აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრა იმართება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში პარლამენტების როლს განიხილავენ.
