ბიძინა ივანიშვილი დღეს კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
ბიძინა ივანიშვილი დღეს კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
09:25 12.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს კოალიციის ცენტრალურ ოფისში, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ორშაბათის ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 14 ივლისს, „ქართული ოცნების“ ლიდერი სოფელ ჩარგალში ვაჟაობის დღესასწაულსაც დაესწრება. 15 ივლისს კი, კოალიცია „ქართული ოცნება“ გორის კომბინატის დასახლებაში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას გამართავს.
გორის აქციაზე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსაც წარადგენს.


ბეჭდვა