მე-9 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები” ბათუმში უკვე დასრულდა
დღეს კონფერენციის მონაწილეები ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ეწვევიან.
კონფერენციაზე დემოკრატიული რეფორმებისა და კანონის უზენაესობის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების, ასევე ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობების საკითხები განიხილებოდა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლესმა პოლიტიკურმა პირებმა, ასევე მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ ფილატმა, ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა.
