პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან
დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს ეკისრება.
მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს პრაგმატულ მიდგომას ასევე პრაგმატული მიდგომით არ პასუხობს.
ამასთან დაკავშირებით კობახიძემ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას თავისი პრაგმატული მიდგომით არ პასუხობს. ეს განცხადებაც იყო ამის გამოძახილი. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს მიდგომა შეიცვლება.
ცინიზმს მე ამას ვერ დავუძახებდი, თუმცა ჩვენი მოლოდინი არის, რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს კონსტრუქციული მიდგომა და ეს განცხადება არ იყო კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება. მთლიანად ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს ეკისრება, რომელიც სრული კონტროლის განმახორციელებელი მხარეა.
მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისთვის“ -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. როგორც უწყების განცახდებაშია ნათქვამი, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებითაა დაინტერესებული.
„არავის არ უნდა ეპარებოდეს ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთი ისევე როგორც ადრე, დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზად არის იქამდე წავიდეს ამ პროცესში, სადამდეც ამისათვის საქართველო მზად იქნება“- ნათქვამია განცხადებაში.
