პარლამენტარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „სითი პარკთან“ აქამდე არსებული ხელშეკრულება
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მიერ დატოვებულ ნეგატიური მემკვიდრეობაა.
ამის შესახებ მათიკაშვილმა დედაქალაქის მერიის მიერ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერს კახა კალაძეს, იმისთვის, რომ მან მოძებნა შესაბამისი რესურსი და შეწყვიტა "სითი პარკთან" გაფორმებული კაბალური ხელშეკრულება. ხსენებული ხელშეკრულება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მიერ დატოვებულ კიდევ ერთ ნეგატიურ მემკვიდრეობას წარმოადგენდა და საბედნიეროდ, მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მოსახლეობამ და თბილისის სტუმრებმა თავი დააღწიეს კაბალურ ვალდებულებებს. გამოვთქვამ იმედს, რომ დედაქალაქში პარკირების პრობლემა გადაწყდება სამართლიანი და დედაქალაქელებისთვის მისაღები, რაციონალური რეგულაციების დაწესებით, რაც მხოლოდ და მხოლოდ წაადგება დედაქალაქის განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებას“- განაცხადა მათიკაშილმა.
