საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ და ირანის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა დღეს შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებულ ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.
ირანის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჯაფარ ფუხიმ განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყნებს ურთიერთობის განვითარებისთვის არაერთი საერთო ინტერესის სფერო აქვთ, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობები. სტუმარმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საბანკო სექტორში თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების ისეთ დარგებს, როგორიცაა ტურიზმი, ტვირთების გადაზიდვა და სხვა სფეროები. რომან კაკულია მიესალმება ირანის მხარის ინტერესს საქართველოში ინვესტირებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ეკონომიკური ურთიერთობა საკმაოდ მრავალწახნაგა სფეროა, ამიტომ საჭიროა კიდევ არაერთი საქმიანი შეხვედრა და კონსულტაციები ცალკეული სფეროს წარმომადგენლებთან“.
