დავით ზალკალიანი საქართველოში სამხრეთ აფრიკის ელჩს შეხვდა
დავით ზალკალიანი საქართველოში სამხრეთ აფრიკის ელჩს შეხვდა
15:59 09.03.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩთან ქრისტიან ბასონთან (რეზიდენციით ქ. კიევში) გამართა შეხვედრა. ელჩი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სავაჭრო–ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრის მოადგილემ სამხრეთ აფრიკის ელჩს საქართველოსა და სამხრეთ აფრიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.


ბეჭდვა