ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის განხილვა პარლამენტში დღეს განახლდება
ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის განხილვა პარლამენტში დღეს განახლდება
10:32 09.03.2018
პარლამენტში დღეს ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით რეზოლუციის განხილვას განაგრძობენ.
დეპუტატები ორ რეზოლუციაზე იმსჯელებენ. ერთი „ევროპული საქართველოს“ მიერაა ინიცირებული, ხოლო მეორე მმართველ გუნდ ეკუთვნის.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რეზოლუციებს შორის დეტალებში გარკვეული სხვაობებია.

„მიუხედავად იმისა, რომ იმ ორ რეზოლუციას შორის, რომელიც უმრავლესობის და უმცირესობის მიერ არის დაინიცირებული, საერთო სულისკვეთებაა და მიმართულია ოკუპაციის წინააღმდეგ, არის გარკვეული სხვაობები დეტალებში და მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, გარკვეული კომპონენტების გათვალისწინება და საერთო დოკუმენტის მომზადება. ჩვენ დაგვჭირდება კიდევ რამდენიმე დღე იმისთვის, რომ კონსულტაციები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან წარვმართოთ და შემდეგ უკვე საკომიტეტო ფორმატში გახდება ცხადი ერთი დოკუმენტით ვაგრძელებთ მუშაობას თუ ორით“ -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


ბეჭდვა