სასამართლოს რეფორმისთვის და ადამიანის უფლებების დასაცავად ევროკავშირი საქართველოს 22 მლნ ევროს გამოუყოფს
სასამართლოს რეფორმისთვის და ადამიანის უფლებების დასაცავად ევროკავშირი საქართველოს 22 მლნ ევროს გამოუყოფს
17:53 11.07.2012
ევროკავშირი საქართველოს 22 მლნ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ დღეს ბათუმში მიმდინარე მე-9 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები” გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა.
ფულეს თქმით, ევროკავშირი მზადაა საქართველოს დაეხმაროს რეფორმების გაგრძელებაში და ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებად 22 მლნ ევროს გამოუყოფს.
აღნიშნული თანხა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასა და სასამართლო რეფორმის განხორცელებას უნდა მოხმარდეს.

ბეჭდვა