პარლამენტარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, გასულ წელს მთაში მცხოვრები მოქალაქეების მხარდასაჭერად
67 მილიონ ლარამდე იქნა დახარჯული.
მისივე თქმით, მთის კანონის მოქმედება კიდევ 15 დასახლებაზე მუდმივად მცხოვრებ პირებზე გავრცელდება.
„გასული, დასრულებული წლის სტატისტიკის მიხედვით კანონის მოქმედების და საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შედეგად, 2017 წელს 67 მილიონ ლარამდე იქნა დახარჯული მთაში მცხოვრები მოქალაქეების მხარდასაჭერად.
კერძოდ: ამ კანონის ამოქმედებიდან დაბადებული პირველი, მეორე, მესამე და შემდგომი ბავშვისათვის გაიხარჯა 6,184,990 ლარი და დახმარება გაცემულია 7,272 ბავშვისათვის.
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები საპენსიო ასაკს მიღწეული პირებისათვის, პენსიის 20%-იანი დანამატის სახით 69,803 პენსიონერზე გაიცა 28,122,59 ლარი.
ასევე, 20%-იანი დანამატი გაიცა სოციალური პაკეტის მფლობელთათვის და ეს დახმარება მიიღო 14,150 პირმა 3, 500 000 ლარზე მეტის ოდენობით.
მაღალ მთაში მდებარე სახელმწიფოს მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული 574 ექიმისათვის და 989 ექთანისათვის გაიხარჯა 4,340,945 ლარი.
ასევე, გასული წლის 1-ლი იანვრიდან მაღალ მთაში მცხოვრები პირის სტატუსის მქონე აბონენტებს აუნაზღაურდათ მოხმარებული ელ-ენერგიის 50% და ამ შეღავათის გასაწევად 6,627,786 ლარი იქნა დახარჯული და დახმარება გაიცა 77,973 აბონენტზე 14. 879.628 ლარი გაიხარჯა მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლების მასწავლებლებზე ასევე, მაღალმთიან დასახლებაში სპორტის სფეროში დასაქმებულ 295 მწვრთნელზე გაიცა 2,491,180 ლარის ოდენობით მხარდაჭერა.
ვფიქრობ ციფრები საკმაოდ შთამბეჭდავია და ამ კანონის და დაწესებული შეღავათების დადებითი გავლენის შედეგი გახლავთ ისიც, რომ უკვე არაერთი, წარსულში დაცლის პირას მყოფ სოფელში ბრუნდება მოსახლეობა და ამ პროცესს ახასიათებს დადებითი და მზარდი დინამიკა.
აქვე გეტყვით, რომ გასულ კვირას გაიმართა მთის ეროვნული საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ამ კანონის მოქმედება გავრცელდება კიდევ 15 დასახლებაზე იქ მუდმივად მცხოვრებ პირებზე“- განაცხადა გაბუნიამ.
