პარლამენტის წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, დედაქალაქის მერის იდეა მიერ "ღამის ეკონომიკის"
განვითარებასთან დაკავშირებით თბილისის მაცხოვრებლებისთვის ახალი სამუშაო ადგილების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ახალი არეალის გაჩენის შესაძლებლობაა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ახალგაზრდა ადამიანებისათვის ჟანგბადივით აუცილებელია.
„კახა კალაძის მიერ "ღამის ეკონომიკის" განვითარების იდეა არის თბილისის მაცხოვრებლებისთვის ახალი სამუშაო ადგილების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ახალი არეალის გაჩენის, თბილისის არაცენტრალურ უბნებში ტურისტული ინფრასტრუქტურის ახალი კერების შექმნის შესაძლებლობა.
როგორც გლდანი-მუხიანის მაჟორიტარი მხარს ვუჭერ და დიდ იმედს ვამყარებ ამ მიმართულებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ახალგაზრდა ენერგიული შემოქმედებითი ახალგაზრდა ადამიანებისათვის ჟანგბადივით აუცილებელია და საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზაციის და დასაქმების და განვითარების საშუალებას მისცემს“- განაცხადა კობერიძემ.
